მსოფლიო
შენია

ღვინო

5 დღიანი მოგზაურობა

თბილისი, სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, ნაფარეული, ალავერდი, თელავი, წინანდალი

ისიამოვნე დაუვიწყარი მოგზაურობით საქართველოში,
მოგზაურობა უგემრიელესი გემოებითა და კარგი განწყობით.
დააგემოვნე უნიკალური ქართული ქვევრის ღვინო,
რომელიც მზადდება მიწაში დაფლულ სპეციალურ თიხის ჭურჭელში.
გაეცანი ღვინის მომზადების უძველეს ტექნოლოგიებს და აღმოაჩინე
ულამაზესი ქვეყნის - საქართველოს კულტურა.
დღე
1
თბილისში ჩამოსვლა. ტრანსფერი სასტუმროში. ვახშამი ქართულ ტრადიციულ რესტორანში. ღამისთევა სასტუმროში.
დღე
2
თბილისი - სიღნაღი - გურჯაანი - ყვარელი
საუზმის შემდგომ 1,5 საათიანი მოგზაურობის შემდგომ ჩავალთ ულამაზეს პატარა ქალაქ სიღნაღში. გზად ვეწვევით ბოდბის დედათა მონასტერს და გავეცნობით წმ. ნინოს ისტორიას.
ნინო ჩამოვიდა საქართველოში და იქადაგა ქრისტიანობა ვაზისგან გაკეთებული ჯვრით. მოგვიანებით ვისიამოვნოთ ულამაზესი ხედებით ალაზნის ველზე, რომელიც ცნობილია თავისი რბილი კლიმატით, რაც ხელს უწყობს ყურძნის კარგ მოსავლიანობას. მიირთვით ლანჩი ოჯახურ რესტორანში და დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები და ძველი ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ღვინო. განვაგრძობთ მოგზაურობას ქალაქი გურჯაანისკენ, სადაც ვეწვევით მეღვინეეების ოჯახს. მონაწილეობას მივიღებთ პურის ცხობაში და ჩურჩხელის (ადგილობრივი ტკბილეული) ამოვლებაში. შემდგომ ღამისთევისთვის გავემგზავრებით სასტუმროში.
დღე
3
ყვარელი - ნაფარეული - ალავერდი - თელავი
დილიდანვე ვეწვევით ვინის მარანს ნაფარეულში, დავაგემოვნებთ ჭაჭას - ყურძნის კანისგან, წიპწისგან და ლერწისგან დამზადებული მაგარი სასმელი. გზას ვაგრძელებთ ალავერდისკენ და მოვინახულებთ მე-11 საუკუნის საკათედრო ტაძარს და კომპლექსის ეზოში მიწაში დაფლულ თიხის ქვევრებს. გზას ვაგრძელებთ თელავისკენ და მივირთმევთ ლანჩს ადგილობრივი წარმოების ღვინოსთან ერთად. მოვინახულებთ ვენახებს. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში ქალაქ თელავში.
დღე
4
თელავი - წინანდალი - თბილისი
საუზმის შემდეგ მივემგზავრებით თბილისში. გზად ვეწვევით მე-19 საუკუნის ქართველი პოეტის - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. იგი პირველი იყო, ვინც გამოიყენა ღვინის დამზადების ევროპული ტექნოლოგიები ქართული ენდემური ყურძნის ჯიშებისგან ღვინის დასამზადებლად. ეწვიეთ მდიდარ ენოთეკას და დააგემოვნეთ რამდენიმე სახეობის ღვინო „წინანდლის“ მეღვინეობაში. გამომგზავრება თბილისში, ლანჩი და ექსკურსია ბრენდის ქარხანაში. ტური დამთავრდება თბილისის გოგირდის აბანოებში სადაც ისიამონებთ სარელაქსაციო მასაჟით და ბუნებრივი გოგირდის წყლების აუზით. გამოსამშვიდობებელი ვახშამი ქართულ რესტორანში.
დღე
5
გამგზავრება
GTB
მსოფლიო შენია