მსოფლიო
შენია

საქართველოში მოგზაურობა

მთავარი / საქართველოში მოგზაურობა

სპეციალური

შემოთავაზებები

ექსკურსიები

კომბინირებული

შემოთავაზებები

ტრანსფერები

საქართველოს შესახებ

საქართველო პატარა, ისტორიული ქვეყანაა, რომელიც დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გასაყარზე მდებარეობს. მისი ტერიტორია 69,700 კვადრატული მეტრია, 4 მილიონზე ოდნავ ნაკლები მოსახლეობით. საქართველოს ისტორია ძვ.წ. მე-12 საუკუნეში იწყება, როდესაც პირველმა პროტოქართულმა ტომებმა დაიწყეს გამოჩენა, თუმცა ტერიტორია, რომელსაც ამჟამად საქართველო ეწოდება, ძვ.წ. მე-4 საუკუნემდე არ ჩამოყალიბებულა. ამ ტერიტორიაზე ფორმირებული იყო უამრავი დამოუკიდებელი სამეფო, რომლებიც რეგიონებად იყო დაყოფილი. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთი უძველესია ქრისტიანულ ეკლესიათა შორის, რომელიც მე-4 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, კოლხეთის და იბერიის სამეფოების მიერ.ისტორიულად, ტრადიციული ქართული ტაძრები მე-9 საუკუნემდე ბაზილიკების სახით იყო წარმოდგენილი, როდესაც გამოჩნდა ჯვარ-გუმბათოვანი სტილი. ქვეყნის მასშტაბით შეგიძლიათ აღმოაცინოთ სხვადასხვა არქიტექტურული სტილები, რომლებშიც მრავალი ცივილიზაციის გავლენას იპოვით. მაგალითად, ქალაქი შატილი ხევსურეთსი შუა საუკუნეების შთამბეჭდავი არქიტექტურული ადგილია. მეორეს მხრივ, დედაქალაქ თბილისის ძველი ქალაქი, მე-19 საუკუნეში ჰაუსმანის სტილში აშენდა.

მე-11 საუკუნიდან საქართველოს კულტურამ დაიწყო განვითარება, რომელიც ოქროს ხანად იწოდება ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიაში, არქიტექტურაში და მეცნიერებაში. პერიოდმა, რომელსაც ადრეული რენესანსის ხერხემალს უწოდებენ, მე-11 საუკუნის ბოლოდან მე-14 საუკუნემდე, შთამბეჭდავი კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობა დატოვა.

ხელოვნება

შესანიშნავია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული არტეფაქტები, რომლებიც მე-2 ათასწლეულით თარიღდება. მაგალითად, შთამბეჭდავი, ძვირფასი ქვებით მორთული, მაღალ კარატიანი ოქროსგან დამზადებული გრაალი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მხატვარია ნიკო ფიროსმანი, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის "პრიმიტივისტი" მხატვარი. მხატვარშ თავის ნამუშევრებში ასახული აქვს ტრადიციული ღვინის წარმოება და ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.

მუსიკა

ქართული მუსიკა ყველაზე მეტად ცნობილია მისი პოლიფონიის ადრეული განვითარებით, რომელიც სამხიანობის უნიკალურ ხმოვან სისტემას და ჰარმონიულ სტრუქტურას ეფუძნება. თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი ტრადიციული ფოლკლორული მუსიკა, რომელსაც სპარსული გავლენა ეტყობა. 2001 წლიდან, ქართული პოლიფონია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.

სამზარეულო

ქართული კულინარიული ტექნიკა, რომელსაც შუა აღმოსავლეთის, დასავლეთ აზიის და ევროპული კულინარიის გავლენა დაჰკრავს, მდიდარია კულინარული იდეების მონაცვლეობით, რომლებიც საუკუნეების მანძილზე შეიმუშავეს ვაჭრებმა და მოგზაურებმა. ცნობილი სუფრა სადილობის და ურთიერთობის ადგილობრივი ტრადიციაა, რომელიც მოიცავს კერძების ფართო ასორტიმენტს, დიდი ოდენობის ღვინით. ყველაზე მნიშვნელოვანი პირი სუფრაზე თამადაა, რომელიც სუფრას უძღვება და სადღეგრძელოებს წარმოთქვამს სუფრის წევრ მამაკაცებთან ერთად ფეხზე ადგომით. თამადას შეუძლია სუფრის სხვა წევრთან გადავიდეს ალავერდით, თუმცა ძირითადად სადღეგრძელოებს ყოველთვის თამადა წარმოთქვამს.

ღვინო

ქართული უძველესი და ტრადიციული ღვინის წარმოება იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული. არქეოლოგიური აღმოჩენების საფუძველზე, ქართული მეღვინეობის კვალს სულ მცირე ძვ.წ. 6000 წლამდე მივყავართ, რაც ქვეყანას მსოფლიოს ღვინის მწარმოებელ უძველეს რეგიონად აქცევს. ნამდვილი ქართული ღვინის ტრადიციული დამზადების მეთოდი წარმოადგენს ღვინის ქვევრში დაყენებას, რომლებიც მიწაში 50 წლამდე პერიოდით ინახება.

GTB
მსოფლიო შენია