დღე
1
დღეს ვიწყებთ მოკლე ტურს ველოსიპედებით კუს ტბიდან მთაწმინდის პლატომდე (3 საათი). შუა დღის შემდგომ მივემგზავრებით გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სადაც ღამე ვრჩებით სასტუმროში.
დღე
2
ველოსიპედებით გუდაურიდან მივემგზავრებით ხევის მხარეში სოფელ სტეფანწმინდამდე. ამ სოფლიდან უკან ვბრუნდებით და სოფელი სნოდან ისევ ვეოსიპედებით მივდივართ სოფელ ჯუთამდე. ღამისთევა კარვებში.
დღე
3
ფეხით გადავდივართ უღელტეხილს (5-6 საათი), ველოსიპედები და ბარგი გადმოაქვთ ცხენებს. სოფელი როშკიდან ველოსიპედებით მივდივართ არაგვის ხეობაში სოფენ გუდანამდე.ღამისთევა კარვებში.
დღე
4
ველოსიპედებით გადავდივართ დათვიჯვრის უღელტეხილს (2600 მ) ხევსურეთის მიმართულებით. ჩავდივართ უძველეს ციხე-ქალაქ შატილში (1400 მ) და ღამეს ვათევთ სასტუმრო სახლში.
დღე
5
უკან ვბრუნდებით ველოსიპედებით დათვიჯვარის უღელტეხილის გავლით და ჩამოვდივართ სოფელ ბარისახოში . ღამისთევა ადგილობრივ ოჯახში.
დღე
6
ველოსიპედებით ბარისახოდან მოვდივართ ჟინვალის წყალსაცავამდე და უღელტეხილის გავლით ჩავდივართ თიანეთში. ღამისთევა ადგილობრივ ოჯახში.
დღე
7
ველოსიპედებით მივემგზავრებით თიანეთიდან საბადურის უღელტეხილის გავლით, გავივლით ცხვარიჭამიას, საგურამოს და მცხეთას. შემდგომ მანქანით მივემგზავრებით თბილისში სადაც გადავჯდებით ზუგდიდში (დასავლეთ საქართველო) მიმავალ ღამის მატარებელზე.
დღე
8
დილით ადრე ჩავდივართ ზუგდიდში და მანქანით მივემგზავრებით სოფელ ჯვარში. ვაგრძელებთ მგზავრობას და ჩავდივართ ბეჩოს ველზე, სოფელ მაზერში. ღამისთევა სასტუმრო სახლში მაზერში.
დღე
9
ველოსიპედებით ავდივართ ხეობაში უშბის ჩანჩქერის მიმართულებით: ლანჩის შემდეგ ველოსიპედებით მივდივართ მესტიაში და ღამე ვრჩებით სასტუმრო სახლში.
დღე
10
მესტიიდან ველოსიპედებით მივდივართ ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში - უშგულში (2200 მ). ღამისთევა სასტუმრო სახლში უშგულში.
დღე
11
ველოსიპედებით გადავდივართ საღაროს უღელტეხილს (2600 მ) და ჩავდივართ ქვემო სვანეთის მთავარ სოფელ ლენტეხში. ღამისთევა ლენტეხში ადგილობრივ ოჯახში.