თუ ეძებ თავგადასავალს საქართველოში, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ ჯომარდობა ფშავის არაგვზე. მოგზაურობა ადვილი სირთულისაა და 15 კილომეტრს მოიცავს, რომლის დაფარვასაც 1 საათი და 30 წუთი სჭირდება. ჯომარდობის პროფესიონალი ინსტრუქტორები მოგზაურობის განმავლობაში აწყობენ შეჯიბრებებს.
ჯომარდობა იწყება სოფელ მაღაროსკარში და მთავრდება სოფელ თვალივში. ჯომარდობის შემდგომ მოგზაურები აწყობენ პიკნიკს მდინარე არაგვის ნაპირზე.
ჯომარდობა ბორჯომთან ახლოს მდინარე მტკვარზე
ჯომარდობის საწყისი პუნქტის ორი ადგილი გვაქვს - გაზაფხულზე (აპრილი, მაისი) სოფელი ქვაბისხევი, ივნისიდან ჩითახევის დამბაზე წყლის დონე ქვემოთ იწევს. შესაბამისად ტურის სიგრძეა 12 კმ და 8 კმ. ტური მთავრდება ბორჯომში.
სირთულე - 2-4
ჯომარდობა მდინარე რიონზე
გეპატიჟებით ჯომარდობის ტურზე მდინარე რიონზე. გზას მივყავართ დასავლეთ საქართველოს უმშვენიერეს რეგიონში - რაჭაში. გასვლა თბილისიდან ან ქუთაისიდან.
დღე 1
თბილისიდან გასვლა ონის მიმართულებით (მგზავრობის ხანგრძლივობა 6 საათი) ან ქუთაისიდან (მგზავრობის ხანგრძლივობა 3 საათი). ჯომარდობის ტური ონიდან ამბროლაურამდე - 30 კმ 3 საათის განმავლობაში. ღამისთევა კარვებში / სასტუმრო სახლში ამბროლაურში.
დღე 2
ჯომარდობა ტვიშის კანიონში. სამოგზაურო მანძილი 16 კმ და მოგზაურობის ხანგრძლივობა 1 საათი და 40 წუთი. ჯომარდობის შემდგომ მივემგზავრებით წყალტუბოში ყუმისთავის მღვიმის მოსანახულებლად. შემდგომ მივემგზავრებით თბილისში (მგზავრობის ხანგრძლივობა 3 საათი) ან ქუთაისსი (მგზავრობის ხანგრძლივობა ნახევარი საათი). სირთულის დონე - ადვილი (2.0). საწყისი პუნქტია ფასანაური და მთავრდება სოფელ მენესოში. მარშრუტის სიგრძე 13 კმ და ხანგძლივობა 1 საათი და 20 წუთი. მოგზაურობი შემდგომ პიკნიკი მდინარის პირას.