მსოფლიო
შენია

სალაშქრო ტური სვანეთში

მთავარი / საქართველოში მოგზაურობა / ექსკურსიები / სალაშქრო ტური სვანეთში

სალაშქრო ტური სვანეთში

7 დღიანი მოგზაურობა

სვანეთი, მაზერი, გული, ქორულდი, უშბა, ჩალათი, მესტია, მულახი, ჩვაბიანი, ადიში, უშგული, ზუგდიდი, თბილისი

დღე
1
მოგზაურობას ვიწყებთ სოფელი მაზერიდან (სვანეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველო), სადაც ჩავდივართ მანქანით. ღამეს ვათევთ სოფელ მაზერში სასტუმრო სახლში.
დღე
2
ფეხით მივდივართ უშბას ჩანჩქერზე, ვბრუნდებით მაზერში ღამის გასათევად.
დღე
3
გულის უღელტეხილის გავლით ფეხით ჩავდივართ სოფელ გულში, ავდივართ 2950 მეტრ სიმაღლეზე და შემდგომ ჩავდივართ ქორულდის ტბებზე (2700 მ) - უშბის პლატო. ღამითევა ქორულდზე კარვებში.
დღე
4
ქორულდიდან ფეხით ჩავდივართ ჭალადის მყინვარზე, გადავივლით ხიდს და მანქანით მივდივართ მესტიაში.
დღე
5
მანქანით მივემგზავრებით მესტიიდან მულახის ველზე და სოფელი ჩვაბიანიდან ფეხით მივდივართ ადიშში.. ადიშში ცხენები დაგვეხმარებიან მდინარის გადალახვაში. გავივლით 4 კმ-სდა შემდგომ ავდივართ 2600 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ღამისთევა სოფელ ადიშში.
დღე
6
ფეხით ავივლით ადიშის ველს, ჩუხუნდერის უღელტეხილის გავლით ჩავალთ იფარში სადაც დაგვხვდება ტრანსპორტი და ჩაგვიყვანს უშგულში. ღამისთევა უშგულში სასტუმრო სახლში.
დღე
7
უშგულიდან ტრანსპორთით ვმგზავრობთ მესტიამდე, ვაგრძელებთ გზას და ზუგდიდის გავლით ჩავდივართ თბილისში.

მივემგზავრებით თბილისში. გზად ვნახულობთ გელათის კათედრალს ქუთაისში. ღამისთევა სასტუმროში თბილისში.
GTB
მსოფლიო შენია