საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო თავისი მრავალფეროვანი კულტურით, ტრადიციული მუსიკითა და ცეკვებით.
ჩვენ დღმდე ვინარჩუნებთ წინაპრთა ფოლკლორულ ფესტივალებსა და ხელოვნების გამოფენებს.
ჩვენთვის პატივია მოგიწვიოთ თქვენი არჩევანის მიხედვით მოკლე (შაბათ-კვირის) ან ვრცელ ექსკურსიებზე ჩვენს ქვეყანაში.
უიქენდის (შაბათ-კვირის) ტური
დღე 1
თბილისში ჩამოსვლა. აეროპორტში დახვედრა. სასტუმროში განთავსება. 12 საათზე ვეწვევით ანსამბლ „ერისიონი“-ს დაუვიწყარ კონცერტს. კონცერტის შემდეგ თავისუფალი დრო. ვახშამი ქართულ რესტორანში ფოლკლორული სანახობით, ცეკვებითა და პოლიფონიური სიმღერებით. ღამისთევა თბილისში.
დღე 2
საუზმე სასტუმროში. თბილისის ტური. ექსკურსია მცხეთაში - საქართველოს ძველი დედაქალაქი. ლანჩი ცნობილ რესტორანში „სალობიე“. თბილისში დაბრუნება. თავისუფალი დრო. გვიან ღამით ტრანსფერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.