მსოფლიო
შენია

კულტურული და გამაჯანსაღებელი ვიზიტი

მთავარი / საქართველოში მოგზაურობა / ექსკურსიები / კულტურული და გამაჯანსაღებელი ვიზიტი

კულტურული და გამაჯანსაღებელი ვიზიტი

8 დღიანი მოგზაურობა

თბილისი, ბორჯომი, ახალციხე

დღე
1
საქართველოში ვამოსვლა. შეხვედრა GTB-ს წარმომადგენელთან. ტრანსფერი ბორჯომში.
სასტუმრო „Borjomi Palace“-ში განთავსება. პროცედურებისას გამოიყენება ბუნებრივი მედიცინა: მინერალური და გოგირდის წყლები, ტალახი და ფიტოთერაპია უახლესი დანადგარების გამოყენებით. ამასთანავე სასტუმროში ფუნქციონირებს საპროცედურო ოთახები, კოსმეტოლოგია და მასაჟი, სილამაზის სალონი, სატრენაჟორო დარბაზი, ბილიარდი, საცურაო აუზი, ჯაკუზი, ჰამამი და საუნა.
დღე
2
საუზმე სასტუმროში. გასეირნება ბორჯომის პარკში და ცნობილი მინერალური წყლის დაგემოვნება წყაროდან.
ვაგრძელებთ მოგზაურობას ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსში, რომელიც თითქმის 800 წლის წინაა აშენებული. იქ ჯერ კიდევ არის მე-12 საუკუნის ფრესკები, რომელთა შორისაა მეფე გიორგი III-სა და თამარ მეფის ფრესკები.
აღმოაჩინე საქართველოს საოცარი ციხე-სიმაგრე - რაბათი - ქალაქ ახალციხეში. რეკონსტრუირებული და აღდგენილი ციხე-სიმაგრე აერთიანებს აჰმედიეს მეჩეთს, მეჩეთის მინარეთს, მედრესეს, ჯაყელის ციხეს, ციტადელს, ციხე-სიმაგრის კედლებს, მართლმადიდებლურ ეკლესიას, აბანოებს, მდინარე ფოცხოვთან გამავალ გვირაბს, მოკირწყლულ გზას, ორ ქუჩას, ფასადებს, შენობების სახურავებს, ბაღების კომპლექსის ტერიტორიებზე არის მუზეუმები, სინაგოგა, მეჩეთი და ქრისტიანული ეკლესია, რაც ერთობლივად ახასიეთებს ახალციხეს, სხვადასხვა კულტურებისა და რელიგიების ურთიერთშეხვედრის ადგილს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო.
დღე
3
დასვენება და მკურნალობა ბორჯომში. გამაჯანსაღებელი პროგრამა მოიცავს თერაპევტის კონსულტაციას, ლაბორატორიულ ანალიზებს, ფიზიოთერაპიას, ინჰალაციას მინერალური წყლებით, ჰიდრო მასაჟს, მარილის ოთახსა და სხვა პროცედურებს მაღალკვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
დღე
4
საუზმე სასტუმროში: ტრანსფერი თბილისის აეროპორტში.
GTB
მსოფლიო შენია