მსოფლიო
შენია

საქართველო - სომხეთის ტური

მთავარი / საქართველოში მოგზაურობა / კომბინირებული ტურები / საქართველო - სომხეთის ტური

საქართველო - სომხეთის ტური

8 დღიანი მოგზაურობა

თბილისი, მცხეთა, სიღნაღი, ბოდბე, გრემი, ყვარელი, ანანაური, გუდაური, სტეფანწმინდა, სასომხეთის საზღვარი, დილიჯან, სევანი, ერევანი, ხორი, ვირაპი, გეღარდი, გარნი

დღე
1
ჩამოსვლა თბილისში
ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შეხვედრა კომპანია „საქართველოს სამოგზაურო ბიუროს“ წარმომადგენელთან. ტრანსფერი სასტუმროში. განთავსება შერჩეულ სასტუმროში.
ღამისთევა თბილისში.
დღე
2
თბილისი - მცხეთა
საქართველოს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების ტური, რომლის განმავლობაშიც მოვინახულებთ ქალაქის ძველ ნაწილს, საბაგიროთი ავალთ ძველ ციხესიმაგრე ნარიყალაზე, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება ძველ ქალაქზე. ასევე მოვინახულებთ მეტეხის ეკლესიას, სიონის საკათედრო ტაძარს, შარდენის ქუჩას, მშვიდობის ხიდს, რიყის პარკს, სამების საკათედრო ტაძარს (წმინდა სამება), თავისუფლების მოედანს, ქალაქის მთავარ გამზირს - რუსთაველის გამზირს, ასევე ბევრ სხვა საინტერესო ადგილს.
შემდეგ ვეწვევით საქართველოს ძველ დედაქალაქს - მცხეთას, სადაც მოვინახულებთ სვეტიცხოველს, საქართველოს უმთავრეს ეკლესიას. ასევე ვეწვევით ჯვრის მონასტერს, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება მცხეთაზე და მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავზე.
დღე
3
დაბრუნება თბილისში.
ღამისთევა თბილისში.
დღე
4
სიღნაღი – ბოდბე – გრემი – ყვარელი - თბილისი
ექსკურსია „სიყვარულის ქალაქში“ - სიღნაღი. კედლიდან, რომელიც ქალაქს ერტყმის გარშემო გადავხედავთ ალაზნის ველის შესანიშნავ ხედს და კავკასიონის მთაგრეხილს. ასევე ვეწვევით ბოდბის მონასტერს, სადაც მდებარეობს საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნინოს საფლავი.
გზას განვაგრძობთ გრემისკენ - მე-16 საუკუნის ციხე-კოშკი. გრემის შემდეგ ვეწვევით ერთ-ერთ უდიდეს მარანს კახეთის ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქ ყვარელში მდებარეობს.
დეგუსტაცია და ლანჩი ყვარელში.
დაბრუნება თბილისში.
ღამისთევა თბილისში.

თბილისი – ანანური – გუდაური – სტეფანწმინდა - თბილისი
საუზმის შემდეგ გავალთ თბილისიდან და გავყვებით ე.წ. საქართველოს სამხედრო გზას, რომელიც კავკასიონის მთებისკენ მიემართება, სადაც გზად სოფლის ლამაზი ხედები იშლება.
ანანურის ციხის მონახულება, რომელიც ჟინვალის წყალსაცავის ნაპირას დგას, რომელშიც წყალი მთელი წლის განმავლობაში ფირუზისფერია.
შემდეგ გავივლით სამთო კურორტს გუდაურს, გავჩერდებით „მეგობრობის თაღთან“, საიდანაც მთაგრეხილის სულისშემკვრელი ხედი იშლება. გზა გადის ჯვრის უღელტეხილზე - ეს არის საქართველოს სამხედრო გზის ერთ-ერთი გამტარი პუნქტი, რომელიც კავკასიონის მთაგრეხილში გადის. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან ორი ათას მეტრზე მეტ სიმაღლეზე.
ჩასვლა სტეფანწმინდაში. ტრანსპორტის შეცვლის შემდეგ წავალთ უნიკალურ მონასტერში, რომლიც 2170 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს - წმინდა სამების გერგეტის მონასტერი. იგი გვთავაზობს გასაოცარ ხედებს ყაზბეგის მთაზე, გასაოცარ სილამაზეს ახლო მდებარე სოფლებზე, მთის სუფთა ჰაერს და უნიკალურ კულტურულ ძეგლებს.
დაბრუნება თბილისში.
ღამისთევა თბილისში.
დღე
5
საქართველო-სომხეთის საზღვარი- დილიჟანი - ტბა სევანი - ერევანი
ტრანსფერი საქართველო-სომხეთის საზღვარზე. საბაჟო პროცედურები, ტრანსპორტის და გიდის შეცვლა. ტური ტყიან კურორტ დილიჟანში, რომელსაც თავისი ბუნების გამო „სომხეთის პატარა შვეიცარიას“ უწოდებენ. გავივლით დაბურულ ტყეს და მივალთ ჰაღარცინის მონასტერში, მე-11-მე-13 საუკუნის ეკლესიაში, რომელიც ტყის სიღრმეში მდებარეობს. გამგზავრება სევანის ტბაზე, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1900 მეტრ სიმაღლეზე. მისი კრისტალივით სუფთა გამჭვირვალე წყალი დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ იცვლის ფერს, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰქმნის. სევანის მონასტრის დათვალიერება, რომელიც მდებარეობს ნახევარკუნძულზე, საიდანაც შესანიშნავი პანორამული ხედები იშლება ტბაზე და გარშემო მთებზე. გამგზავრება ერევანში.
ღამისთევა ერევანში
დღე
6
ერევანი
ტური ქალაქ ერევანში: ერევანი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მოვინახულებთ რესპუბლიკის მოედანს, ოპერის და ბალეტის ნაციონალურ თეატრს, კულტურულ-არქიტექტურულ კომპლექსს „კასკადს“, მთას „დედა სომხეთი“. სტუმრობა მატენადარანში - უძველესი ხელნაწერების ინსტიტუტი. აქ დაცულია 15,000-ზე მეტი ხელნაწერი და კოლექცია მუდმივად ახლდება ახალი აღმოჩენებით, მონაპოვრებით და საჩუქრებით. სტუმრობა ვერნისაჟში, რომელიც დიდი ღია ბაზარია ერევანში. ბაზარი ძირითადად გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის სომხური ტრადიციული ხელნაკეთებით. ექსკურსია და დეგუსტაცია „არარატის“ ბრენდის ქარხანაში.
ღამისთევა ერევანში
დღე
7
ერევანი - ხორ-ვირაპი - გეღარდი - გარნი ს- საზღვარი
გასვლა სასტუმროდან. ერევნიდან გზას მივყავართ არარატის ვაკეზე, სადაც მოულოდნელად გვხდება ხორ-ვიპარის მონასტრის მომხიბვლელი სურათი. მონასტერი მდებარეობს თურქეთის საზღვრიდან 200 მეტრის დაშორებით. გამგზავრება გამოქვაბულ მონასტერ გეღარდში (მე-13 საუკუნე), რომელიც შედგება სამი ეკლესიისგან და უზარმაზარი მავზოლეუმისგან, რომელიც მთაშია ამოჭრილი. ვაგრძელებთ ტურს და მივდივართ კერპთაყვანისმცემელთა სალოცავში გარნი (77 ჩ.წ) - ერთადერთი ჰელინიკური სალოცავი ამ რეგიონში. „მზის სალოცავის“ და ანტიკური სამეფო აბანოების მონახულება, რომელიც მდებარეობს ულამაზესი ველის კიდეზე. ლანჩი კერძო სახლში, სადაც ვნახავთ სომხური ტრადიციული პურის, ლავაშის ცხობის პროცესს. ამავდროულად, გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ცხობის პროცესში. გამგზავრება სომხეთ-საქართველოს საზღვრისკენ. საბაჟო პროცედურები, ტრანსპორტის შეცვლა. ტრანსფერი თბილისში და სასტუმროში შესვლა.
ღამისთევა თბილისში.
დღე
8
გამგზავრება თბილისიდან
ტრანსფერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
GTB
მსოფლიო შენია