დღე
1
ჩასვლა ბაქოში
ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისას ტურისტს დახვდება კომპანიის წარმომადგენელი. შეხვედრის შემდეგ წავალთ სასტუმროში. სასტუმროში მისვლისას დავრეგისტრირდებით და გვექნება თავისუფალი დრო.
ღამისთევა ბაქოში
დღე
2
ბაქოს ძველი ქალაქი და გობუსტანის პეტროგლიფების მუზეუმი
ექსკურსია გობუსტანში. გობუსტანი - არის აზერბაიჯანის არქეოლოგიური რეზერვი, ბაქოს სამხრეთით, გარადაღის და აბშერონის რაიონებში, რომელიც წარმოადგენს ვაკეს და მდებარეობს კავკასიონის დიდი მთაგრეხილის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობსა და კასპიის ზღვას შორის, და რომლის ნაწილი კლდეში ამოკვეთილი კულტურული ლანდშაფტია, რომელიც 537 ჰექტარზეა გადაშლილი. გობუსტანის მთები დაყოფილია ორ ჯგუფად: 1) პეტროგლიფები და 2) ანტიკური ადგილები და სხვა ობიექტები.
გობუსტანში ექსკურსიის შემდეგ დავიწყებთ მოგზაურობას ქალაქ ბაქოში. ბაქოს ღირსშესანიშნაობების ტურში ვეწვევით ქალაქის მონუმენტურ, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს: მოვინახულებთ ქალაქ ბაქოს ყურის პანორამას და მთიან პარკს.
შემდეგ ვეწვევით ძველ ქალაქს *იჩერი შეჰერს- შიდა ქალაქი*. რამდენიმე ათეულ ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლს, შირვანშაჰის სასახლეს, ქალაქ ბაქოს სიმბოლოს მეიდანის კოშკს, სავაჭრო ადგილს „ქარავანსარაის“, რომლებიც იჩერი შეჰერშია თავმოყრილი, რომლის ფართობი 22 ჰექტარია. საღამოს გასეირნება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში და განახლებულ შადრევნის მოედანზე, შოპინგი,
ღამისთევა ბაქოში.
დღე
3
ბაქო – შემახა - შეკი
ექსკურსია შამახში - სხვა ქალაქებს შორის გამორჩეული ქალაქი. დიდი ხნის წინ ეს იყო ცნობილი შირვანის იმპერიის დედაქალაქი. აქ ცხოვრობდნენ შირვანის დინასტიის წარმომადგენლები. დღეს შამახი ძალიან განვითარებულ ღვინის წარმოების ადგილად ითვლება. შემდეგ შამახში შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო არქიტექტურული დირი ბაბა. ეს არის ცნობილი საფლავი. დირი ბაბა აგებულია კლდეზე და დიდ არწივის ბუდეს მოგაგონებთ. აქ ასასვლელად, კლდეზე ასაცოცებლად ძლიერი უნდა იყოთ.
გამგზავრება შეკში. ექსკურსია სოფელ კიშში. სოფელი კიში ცნობილია თავისი უზარმაზარი ქრისტიანული არქიტექტურული ძეგლით. ეს არის ალბანური ეკლესია, რომლის ისტორია მე-6, მე-7 საუკუნეებიდან იწყება.
ღამისთევა შეკში.
დღე
4
შეკი – ლაგოდეხი - სიღნაღი
შეკში ექსკურსიით ძალიან გაერთობით. ეს არის აზერბაიჯანის უძველესი ქალაქი. ძველ დროში ადამიანები აქ აბრეშუმს ყიდიდნენ. იგი სახელგანთქმული იყო ვაჭრებში დიდი აბრეშუმის გზით. შეკის დიდი ისტორიული მუზეუმი აქვს, სადაც ტურისტებს შეუძლიათ იხილონ სხვადასხვა პერიოდის არტეფაქტები. მეორე საინტერესო ადგილი ხანის საზაფხულო სასახლეა.
შემდეგ გავემგზავრებით აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრისკენ, ლაგოდეხში. საბაჟო პროცედურები, ტრანსპორტის და გიდის შეცვლა.
ტრანსფერი „სიყვარულის ქალაქში“ - სიღნაღში. სასტუმროში შესვლა.
ღამისთევა სიღნაღში.
დღე
5
სიღნაღი – ბოდბე – გრემი – ყვარელი - თბილისი
ექსკურსია სიღნაღის გარშემო. კედლიდან, რომელიც ქალაქს ერტყმის გარშემო გადავხედავთ ალაზნის ველის შესანიშნავ ხედს და კავკასიონის მთაგრეხილს. ასევე ვეწვევით ბოდბის მონასტერს, სადაც მდებარეობს საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნინოს საფლავი.
გზას განვაგრძობთ გრემისკენ - მე-16 საუკუნის ციხე-კოშკი. გრემის შემდეგ ვეწვევით ერთ-ერთ უდიდეს მარანს კახეთის ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქ ყვარელში მდებარეობს.
დეგუსტაცია და ლანჩი ყვარელში.
ტრანსფერი თბილისში. სასტუმროში შესვლა.
ღამისთევა თბილისში.
დღე
6
თბილისი - მცხეთა
საქართველოს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების ტური, რომლის განმავლობაშიც მოვინახულებთ ქალაქის ძველ ნაწილს, საბაგიროთი ავალთ ძველ ციხესიმაგრე ნარიყალაზე, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება ძველ ქალაქზე. ასევე მოვინახულებთ მეტეხის ეკლესიას, სიონის საკათედრო ტაძარს, შარდენის ქუჩას, მშვიდობის ხიდს, რიყის პარკს, სამების საკათედრო ტაძარს (წმინდა სამება), თავისუფლების მოედანს, ქალაქის მთავარ გამზირს - რუსთაველის გამზირს, ასევე ბევრ სხვა საინტერესო ადგილს.
შემდეგ ვეწვევით საქართველოს ძველ დედაქალაქს - მცხეთას, სადაც მოვინახულებთ სვეტიცხოველს, საქართველოს უმთავრეს ეკლესიას. ასევე ვეწვევით ჯვრის მონასტერს, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება მცხეთაზე და მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავზე.
დაბრუნება თბილისში.
ღამისთევა თბილისში.
დღე
7
თბილისი – ანანური – გუდაური – სტეფანწმინდა - თბილისი
საუზმის შემდეგ გავალთ თბილისიდან და გავყვებით ე.წ. საქართველოს სამხედრო გზას, რომელიც კავკასიონის მთებისკენ მიემართება, სადაც გზად სოფლის ლამაზი ხედები იშლება.
ანანურის ციხის მონახულება, რომელიც ჟინვალის წყალსაცავის ნაპირას დგას, რომელშიც წყალი მთელი წლის განმავლობაში ფირუზისფერია.
შემდეგ გავივლით სამთო კურორტს გუდაურს, გავჩერდებით „მეგობრობის თაღთან“, საიდანაც მთაგრეხილის სულისშემკვრელი ხედი იშლება. გზა გადის ჯვრის უღელტეხილზე - ეს არის საქართველოს სამხედრო გზის ერთ-ერთი გამტარი პუნქტი, რომელიც კავკასიონის მთაგრეხილში გადის. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან ორი ათას მეტრზე მეტ სიმაღლეზე.
ჩასვლა სტეფანწმინდაში. ტრანსპორტის შეცვლის შემდეგ წავალთ უნიკალურ მონასტერში, რომლიც 2170 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს - წმინდა სამების გერგეტის მონასტერი. იგი გვთავაზობს გასაოცარ ხედებს ყაზბეგის მთაზე, გასაოცარ სილამაზეს ახლო მდებარე სოფლებზე, მთის სუფთა ჰაერს და უნიკალურ კულტურულ ძეგლებს.
დაბრუნება თბილისში.
ღამისთევა თბილისში.
დღე
8
გამგზავრება თბილისიდან
ტრანსფერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.