მსოფლიო
შენია

სპეციალური

შემოთავაზებები

Dubai

6 დღიანი მოგზაურობა

Dubai

Seychelles

7 დღიანი მოგზაურობა

Seychelles

China

7 დღიანი მოგზაურობა

Beijing, Shanghai, Suzhou

რითი

ხართ

დაინტერესებული?

ლაშქრობა

აღმოაჩინეთ საქართველოს ერთ-რთი საოცრებათაგანი და ისიამოვნეთ მომხიბვლელი პეიზაჟით ოკაცეს კანიონში ფეხით მოგზაურობისას.

16 კილომეტრი სიგრძის და დაახლოებით 100 მეტრი სიღრმის კანიონი ნამდივლად დაუვიწყარ სულისშემკვრელ ხედებს და ჩანჩქერებს გთავაზობთ. მყუდრო პატარა ტბები საუკეთესო ადგილია საცურაოდ და რელაქსაციისთვის. თავგადასავლების მაძიებლებს შეუძლიათ ფეხით გადავიდნენ დაკიდულ ხიდზე, რომელიც 50 მეტრის სიმაღლეზეა დაკიდული კანიონის ზემოთ და დატკბეთ ლანდშაფტის პანორამული ხედით.

ოკაცეში ასევე შეგიძლიათ კემპინგით ღამის გათევა შერჩეულ ადგილებზე დამატებითი საფასურის გარეშე.

რაფტინგი

გაცურეთ მდინარე არაგვის წყლებში და აღმოაჩინეთ მომაჯადოებელი ბუნება. არაგვი პოპულარულია მისი მჩქეფარე წყლით და მიმზიდველია ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის, შესანიშნავი ადგილია უქმე დღეების გასატარებლად.

რაფტინგის მარშრუტი, დამშვენებული ისტორიული ფშავის რაიონით, იდეალური კომბინაციაა ადრენალინის და პეიზაჟებისთვის. ტურის განმავლობაში ისიამოვნებთ საინფორმაციო შესვენებით ანანურის ციხეზე და ტრადიციული ქართული პიკნიკით მდინარის ველურ ბუნებაში.

ღვინო და სამზარეულო

ქართული ღვინო ცნობილია რომ აქამდე აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი ღვინოთაგანია, რომელიც ჩვენს წელთაღიცხვამდე 6000 წლით თარიღდება. ქართული უძველესი და ტრადიციული მეღვინეობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.

ტრადიციული ქართული მეღვინეობის ტექნოლოგია მეღვინეობა „ხარებაში“ მოიცავს ქვევრში დაყენებას, ასევე თანამედროვე ევროპული წესით ღვინის დამზადებას.

შეიტყვეთ ქართული სამზარეულოს საიდუმლოებები და შეიგრძენით ყოველი ყლუპის სურნელი სხვადასხვა ქართული ღვინის დაგემოვნებისას.

სპა

ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო „ბორჯომი პალასი“, რომელიც ბორჯომის ცენტრში, მინერალური წყლების პარკიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს, ცნობილია როგორც მისი სპათი, ისე სამკურნალო პროცედურებით.

გაატარეთ უქმე დღეები ან რამდენიმე დღე ცნობილ და ისტორიულ ადგილას, რომელიც გარშემორტყმულია პარკებით, მთებით და ყველაზე დიდი ეკოლოგიურ-თემატური გასართობი პარკით კავკასიის რეგიონში.

გაესაუბრეთ ექიმებს ბორჯომი პალასში და მიიღეთ სამკურანლო პროცედურების რეკომენდირებული ჩამონათვალი და სასარგებლო მინერალური წყლების დოზირება, თავისუფალი დრო გაატარეთ რეკრეაციულ ადგილებში ფეხით მოგზაურობასა და თანამედროვე სპაში ნებივრობაში.

ექსკურსია

კავკასიონის მთებით გარშემორტყმული, ისტიროულად მდიდარი სვანეთი, იუნესკოს მიერ დაცული რეგიონია. მთათა ხედების და შუასაუკუნეების ტიპის სოფლების კომბინაცია ორიგინალურს ხდის საქართველოს ამ იზოლირებულ ნაწილს. საუკუნეების მანძილზე ეს მიწა შენარჩუნებულ იქნა მოდერნიზაციის გარეშე, რაც მას წმინდა გრაალად აქცევს ინვესტორებისთვის.

აღმოაჩინეთ ჯერ კიდევ ხელუხლებელი ტერიტორია, ფეხით მოიარეთ კავკასიონის მთების მწვერვალები და იხილეთ მყუდრო შუასაუკუნეების კოშკები და დააგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო სულისშემკვრელი ლანშაფტით ტკბობისას.